пятница, 11 января 2013 г.

ანევრიზმა


გულმკერდის აორტის დასწვრივი ნაწილის ანევრიზმა aneurysm of descending aorta

გულმკერდის აორტის დასწვრივი ნაწილის ანევრიზმა – განპირობებულიაათეროსკლეროზით, სიფილისური დაზიანებით, ტრავმით.
გულმკერდის აორტის დასწვრივი ნაწილის ანევრიზმა – სიმპტომები. ხშირად ავადდებიან მამაკაცები 50-70 წლის ასაკში. ათეროსკლეროზული ანევრიზმა ჩვეულებრივ ლოკალიზდება დასწვრივი აორტის პროქსიმალურ ნაწილში. რენტგენოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება აორტის გაფართოება – პარკისებრი (ხშირად სიფილისურიანევრიზმა) ან თითისტარისებრი (ათეროსკლეროზული ანევრიზმა). დიაგნოზი დასტურდება კომპიუტერული ტომოგრაფიით, ასევე აორტოგრაფიით. Read the rest of this entry »

ღვიძლის ამებური აბსცესი


ღვიძლის ამებური აბსცესი amebic abscess

ღვიძლის ამებური აბსცესი – ნაწლავის მწვავე ან მორეციდივე ამებიაზის გართულება. ამებური აბსცესები გვხვდება უპირატესად საშუალო ასაკში, ხშირად მამაკაცებში. ამებურიაბსცესი არის ერთეული, დიდი ზომის, მდებარეობს მარჯვენა წილში; აბსცესის შემცველობა თხევადია, დამახასიათებელი წითელი-მოყავისფერო ფერით. Read the rest of this entry »

სკლერომა


სკლერომა

სკლერომა (scleroma) - ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებს და ვლინდება მათში ბრტყელი ან ხორკლიანი ინფილტრატების წარმოქმნით. გამომწვევია – ფრიში-ვოლკოვიჩის ჩხირი.
სკლერომა – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხასიათდება ნელი მიმდინარეობით, რომელიც პროგრესირებს მრავალი წლის განმავლობაში. საწყის სტადიებზე წარმოიქმნება მკვრივი ინფილტრატები ბრტყელი ან ბორცვისებრი შემაღლებების სახით, რომლებიც არ წყლულდებიან, ლოკალიზებულნი არიან უპირატესად ფიზიოლოგიური შევიწროებების ადგილებში: ცხვირის კარიბჭეში, ქოანებში, ცხვირ-ხახაში, ხორხის ნაოჭქვეშა სივრცეში, ტრაქეის ბიფურკაციასთან, ბრონქების განშტოებების ადგილზე. შედარებით მოგვიანებითინფილტრატები ნაწიბურდებიან და იწვევენ სასუნთქი გზების სანათურის შევიწროებასა და სუნთქვის დარღვევას. ჩვეულებრივ, სკლერომა მოიცავს ერთდროულად სასუნთქი გზების რამდენიმე მონაკვეთს. იშვიათად პროცესი ლოკალიზდება ერთ უბანზე. Read the rest of this entry »

სფენოიდიტი


სფენოიდიტი

სფენოიდიტი – სოლისებრი წიაღის ანთება. გვხვდება იშვიათად და დაკავშირებულია ცხავის ლაბირინთის, – მისი უკანა კედლის დავადებებთან.
სფენოიდიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება თავის ტკივილი. ხშირად იგი ლოკალიზებულია თხემის მიდამოში, თავისა და კეფის სიღრმეში, თვალბუდეში. ქრონიკული დაზიანების დროს ტკივილი შეიგრძნობა თხემის მიდამოში, ხოლო წიაღების დიდი ზომების დროს ვრცელდება კეფაზე. რინოსკოპიით ვლიდება გამონადენის დაგროვება ყნოსვის ღარში. ცალმხრივი სფენოიდიტის დროს აღინიშნება ცალმხრივი გვერდითი ფარინგიტი. ზოგჯერ ავადმყოფები უჩივიან მხედველობის სწრაფ გაუარესებას, რაც დაკავშირებულია პროცესში მხედველობის ნერვების ჩართვასთან. ქრონიკული სფენოიდიტი შესაძლებელია მიმდინარეობდეს ასევე სუსტად გამოხატული სიმპტომატიკით. დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებსRead the rest of this entry »

ქრონიკული ეთმოიდიტი


ქრონიკული ეთმოიდიტი

ქრონიკული ეთმოიდიტები - მიმდინარეობენ კატარული ანთებითი პროცესის სახით. ავადმყოფები უჩივიან დამწოლ ტკივილს ცხვირის ფუძისა და თვალბუდის შიგნითა კუთხის არეში; ყნოსვა დაქვეითებულია. რინოსკოპიით ვლინდება ჩირქი შუა ნიჟარის ქვეშ (ცხავის წინა უჯრედების დაზიანება) ან მის ზევით (ცხავის უკანა უჯრედების დაზიანება). ხშირად ჩირქი გადმოედინება პოლიპების ამოკვეთის შემდეგ.
ქრონიკული ეთმოიდიტი - დიაგნოზის დადასტურება ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა მწვავე შემთხვევებში კოსერვატიულია, ისევე როგორც სხვა წიაღების ანთების დროს.
ეთმოიდიტის ქრონიკული ფორმების დროს მკურნალობა ასევე კონსერვატიულია. იშვიათად მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას. Read the rest of this entry »

სინერგიზმი


четверг, 10 января 2013 г.

თვალის დამწვრობა


თვალის დამწვრობა

თვალის დამწვრობა - წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის (თერმული დამწვრობები) ან ქიმიური ნივთიერების (ქიმიური დამწვრობები) ზემოქმედებით.
 თვალის თერმოქიმიური დამწვრობა
თვალის დამწვრობა - სიმპტომები. განასხვავებენ ქუთუთოების, კონიუნქტივისა დარქოვანას დამწვრობის 4 ხარისხს. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს (მსუბუქი დამწვრობა) – აღინიშნება ქუთუთოების და კონიუქტივის ჰიპერემიარქოვანას ზედაპირული შემღვრევა ან მისი ეროზია; მეორე ხარისხის დამწვრობისათვის დამახასიათებელია ქუთუთოების კანზე ბუშტუკების, კონიუნქტივაზე აპკის წარმოქმნა და რქოვანას ზედაპირული შემღვრევა. მესამე ხარისხის დამწვრობის დროს (მძიმე დამწვრობა) – ქუთუთოების ღრმანეკროზი და რქოვანას ღრმა შემღვრევა, რომელიც მოგვაგონებს ,,მქრქალ მინას. მეოთხე ხარისხის დამწვრობა (ძალიან მძიმე დამწვორბა) გამოირჩევა კანის, კონიუნქტივის და სკლერის გავრცელებული ნეკროზით და რქოვანას ძალიან ღრმა შემღვრევით, რომელიც მოგვაგონებს ,,ფაიფურის ფირფიტას. ნეკროზული უბნების მოცილების შემდეგ შიშვლდება წყლულოვანი ზედაპირი, რომელიც ხორცდება ნაწიბურების წარმოქმნით, რაც ამოკლებს ლორწოვან გარსს. რქოვანაში რჩება სხვადასხვა ინტენსივობის შემღვრევები. მძიმე დამწვრობის დროს წარმოიქმნება შეხორცებები სკლერის კონიუქტივასა და ქუთუთოებისკონიუნქტივას შორის (სიმბლეფარონი). დამწვრობა შეიძლება გართულდეს ირიტით, ირიდოციკლიტით, მეორადი გლაუკომით, ხოლო ინიფიცირების დროს – ენდოფტალმიტით.Read the rest of this entry »

ბადურას ცენტრალური არტერიის გაუვალობა


ბადურას ცენტრალური არტერიის გაუვალობა

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიისდაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად.
ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – სიმპტომები. მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი-თეთრი, რომლის ფონზეც ყვითელი ლაქა ჩანს მუქი წითელი ფერის (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურისარტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული. თვალის კაკალზე დაჭერილსას სისხლძარღვთა პულსაცია მხედველობის ნერვის დისკზე არ აღინიშნება. დისკო მკრთალია, მისი საზღვრები არამკაფიოა პერიპაპილარული შეშუპების გამო. პროცესის შედეგია მხედველობის ნერვის ატროფია და ყვითელი ხალის დეგენერაცია. შენარჩუნებულია უმნიშვნელო პერიფერიული მხედველობა. ცენტრალური არტერიისტოტების დაცობის დროს ხდება მხედველობის ველის შესაბამისი უბნის გამოთიშვა. ცილიორეტინული არტერიის არსებობისას პაპილომაკულურ მიდამოს აქვს ნორმალური შეფერილობა და მხედველობის სიმახვილე აღდგება 1,0 – მდე. Read the rest of this entry »

მხედველობის ნერვის ნევრიტი


მხედველობის ნერვის ნევრიტი

მხედველობის ნერვის ნევრიტი - ეტიოლოგია. ზოგადი და ქრონიკული ინფექციებიგრიპი, ანიგინა, პარტახტიანი ტიფი, სიფილისიტუბერკულოზი, ბრუცელოზი და სხვ.) და ინტოქსიკაციები, დიაბეტი, პოდაგრა, სისხლის დაავადებები, ნეფრიტი, ფოკალური ინფექციები (ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი და სხვ.), თავის ტვინის და მისი გარსების ანთებითი დაავადებები და სხვ.
მხედველობის ნერვის ნევრიტი - პათოგენეზი. ანთებითი პროცესის უშუალო გავრცელება მხედველობის ნერვზე ცხვირის დანამატი წიაღების ან თავის ტვინის გარსებიდან, ინფექტის მეტასტაზირება ბაქტერიემიის დროს, ნერვული ქსოვილის რეაქცია სენსიბილიზაციაზე ზოგადი ინფექციების და ინტოქიკაციების დროს.
 მხედველობის ნერვის ნევრიტი
მხედველობის ნერვის ნევრიტი - სიმპტომები. მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ მხედველობის ველის არათანაბარი შევიწროვება, პირველ რიგში ფერზე, ცენტრალური და პარაცენტრალური სკოტომები მხედველობის ველში. მხედველობის ნერვის დისკო ჰიპერემიულია, მისი საზღვრები არამკაფიოა. ბადურის არტერიები ჩვეულებრივ რამდენადმე შევიწროებულია, ვენები გაფართოებული და დაკლაკნილია. შესაძლებელია სისხლჩაქცევები დისკზე და მის მახლობლად. მხედველობის ნერვის შეგუბებითი დისკისაგან და ფსევდონევრიტრისაგან გამოირჩევა მხედველობის ფუნქციის სწრაფად განვითარებული და მნიშვნელოვანი დაცემით. Read the rest of this entry »

თვალის პტერიგიუმი


ფრთისებრი აპკი (თვალის პტერიგიუმი) pterygium

ფრთისებრი აპკი (თვალის პტერიგიუმი) - კონიუნქტივის ნაოჭი, რომელიც შეზრდილიარქოვანასთან. ხელშემწყობი ფაქტორებია – კონიუნქტივის ხანგრძლივი გაღიზიანება ქარით, მტვრით, მავნე მინარევებიანი მშრალი ჰაერით. თვალის ნაპრალის არეში, ხშირად შიგა მხარეზე აღინიშნება კონიუნქტივის სამკუთხა ნაოჭი, რომლის ზედა ნაწილი შეზრდილიარქოვანასთან და პროცესის პროგრესირების დროს შესაძლებელია მიაღწიოს გუგამდე. ამის შედეგად ქვეითდება მხედველობის სიმახვილე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ცრუ პტერიგიუმთან, რომელიც წარმოიქმნება კონიუნქტივის და რქოვანას დაწყლულების, დამწვრობის და დაზიანებების დროს და ლოკალიზებულია თვალის კაკლის ნებისმიერ მხარეზე.
 pterigiumi

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება


მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება papilledema

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება - მხედველობის ნერვის დისკის არაანთებითი შეშუპება.
მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება - ეტიოლოგია. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ ქალაშიდა წნევის მომატებით.
 mxed_nerv_SeSupeba
მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება - პათოგენეზი. ქალას ღრუში სითხის დინების შეფერხება მხედველობის ნერვის გარსებს შორის სივრცეებში. Read the rest of this entry »

ქათმის სიბრმავე


ჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე) hemeralopy

ჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე) - მხედველობის დაქვეითება ღამით. თანდაყოლილი ჰემერალოპიის ეტიოლოგია ცნობილი არ არის. ესენციური ჰემერალოპიის მიზეზია ავიტამონოზი A, ასევე B1და PP. სიმპტომატური ჰემერალოპია აღინიშნება ბადურისა დამხედველობის ნერვის დაავადებების დროს. Read the rest of this entry »

среда, 9 января 2013 г.

ყბის ირგვლივი აბსცესი


ყბის ირგვლივი აბსცესი

ყბის ირგვლივი აბსცესი - ყბა-სახის მიდამოს ქსოვილების  ჩირქოვანი ანთებითი დაავადება, დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით.
ყბის ირგვლივი აბსცესი – ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – დასტაფილოკოკებიინფექციის წყაროა მწვერვალისირგვლივი და პერიკორონარული ანთებითი კერები და პაროდონტული ჯიბეები. Read the rest of this entry »

იანგ გე რონ-2


 იანგ გე რონ-2 (იანგგერონ-2), Yang Ge Ron-2

იანგ გე რონ-2 (იანგგერონ-2)   ბუნებრივი პრეპარატია, ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე.  გამოიყენება სქესობრივი ფუნქციის სტიმულირებისათვის მამაკაცებში (ერექციის დაქვეითებისას, ნაადრევი ეაკულაციის დროს) და სქესობრივი დისფუნქციის სამკურნალოდ ქალებში (ლიბიდოს დაქვეითება, ფრიგიდულობა).
იანგ გე რონ-2 (იანგგერონ-2) შეძენა შესაძლებელია  ავერსი ფარმას, პსპ ფარმასა და ჯიპისის    აფთიაქების ქსელში.
რა პრობლემის სამკურნალოდ გამოიყენეთ იანგ გე რონ-2 ? (გთხოვთ უპასუხოთ მხოლოდ პირებმა, რომლებსაც რეალურად აქვთ გამოყენებული ეს პრეპარატი)
  • ფრიგიდულობის მკურნალობისათვის (33.0%, 1 Votes)
  • სქესობრივი ფუნქციის სტიმულირებისათვის(33.0%, 1 Votes)
  • პროფილაქტიკისათვის (33.0%, 1 Votes)
  • ლიბიდოს დაქვეითების მკურნალობისათვის (0.0%, 0 Votes)
  • სქესობრივი დისფუნქცის მკურნალობისათვის კაცებში (0.0%, 0 Votes)
  • სქესობრივი დისფუნქციის მკურნალობისათვის ქალებში (0.0%, 0 Votes)
  • ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობისათვის (0.0%, 0 Votes)
  • ერექციის დაქვეითების მკურნალობისათვის (0.0%, 0 Votes)
Total Voters: 3

იანგ გე რონ-2  (იანგგერონ-2)   500 მგ

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება – იანგ გე რონ 2  ⁄  Yang ge Ron 2 (იანგგერონ-2)    
იანგ  გე რონ-2  (იანგგერონ-2)   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) – comb. drug
იანგ  გე რონ-2  (იანგგერონ-2 )   პრეპარატების კლასიფიკაციაში:
– 
მამაკაცის სასქესო ფუნქციის მაკორეგირებელი საშუალებები >> სისტემური  გამოყენებისათვის
– ქალის სქესობრივი დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები
იანგ გე რონ-2 (იანგგერონ-2)   შემადგენლობა
იანგ გე რონ-2 (იანგგერონ-2)   აქტიური სუბსტანცებია:
1. ჟენ-შენის (ინსამის ქერქის) მშრალი ექსტარაქტი  -  60 მგ
2. ატრაქტილისის ფესვის მშრალი ექსტარაქტი      -    8 მგ
3. კორეული ჟოლოს თესლების მშრალი – 12 მგ
4. კორეული ყავისფერი ხის ქერქის ექსტარაქტი  -  5 მგ
5. ჟენ-შენის (ველური ინსამის) მშრალი ექსტარაქტი   – 5 მგ
6. რემანის მშრალი ექსტარაქტი  – 10 მგ Read the rest of this entry »

თურმანიძის მალამო


თურმანიძის მალამო
თურმანიძის მალამოები და გამოყენების სფეროები
კონსულტაციები და გამოხმაურებები თურმანიძის მალამოს შესახებ
ინფორმაცია, სიახლეები თურმანიძის მალამოს შესახებ
თურმანიძის მალამოს  ისტორია
თურმანიძის მალამოს შესახებ მიწოდება, მენეჯმენტი

გა-40


პრეპარატისა და გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის ავტორი -  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, დოქტორი, ინტერნკონტინენტალური სამედიცინო და სოციალური აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის,  შპს ”ალექსის”, პრეზიდენტი ….   გიორგი იაგოს-ძე ალექსიძე.
____________________________________________________________