суббота, 6 сентября 2014 г.

სად შევიძინოთ გრავიოლა?

სად შევიძინოთ გრავიოლა ?
ყოველდღიურად იზრდება ინტერესი გრავიოლას  მიმართ . ჩვენც ბევრი
მოგვმართავს ორი ძირითადი შეკითხვით :

შეკითხვა 1. სად შევიძინოთ გრავიოლა?
დააკლიკეთ ამ შეკითხვას და თქვენ გახვალთ გვერდზე, სადაც აღწერილია სად და როგორ უნდა შეიძინოთ გრავიოლას პრეპარატები და ნერგები.
შეგიძლიათ შეიძინოთ გრავიოლას ტაბლეტები. ამასთან, თუკი გაქვთ ოთახის მცენარეებისათვის ადგილი, გირჩევთ შეიძინოთ გრავიოლას ნერგიც. იგი ოთახის ლიმონის
მსგავსი მცენარეა. მისი ფოთლები გემრიელი ჩაია და თქვენ საშუალება გექნებათ პროფილაქტიკაც გაუკეთოთ ახლობლებს.


შეკითხვა 2. სად მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია გრავიოლას შესახებ?
დააკლიკეთ  ამ შეკითხვას და თქვენ გახვალთ სპეციალურ  ქართულ გვერდზე, სადაც ყველა ინფორმაციაა გრავიოლას შესახებ . არის ვიდეოები, ინფორმაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ა.შ.

среда, 6 августа 2014 г.

ტესტოსტერონი და პროსტატის სიმსივნე: ისტორიული პერსპექტივა თუ თანამედროვე მითი?

ტესტოსტერონი და პროსტატის სიმსივნე: ისტორიული პერსპექტივა თუ თანამედროვე მითი?

მეცნიერების მიერ გადახედილ იქნა ისტორიული წყაროები და თანამედროვე

მონაცემები იმის თაობაზე, რომ ტესტოსტერონი წარმოადგენს პროსტატის კიბოს პროგრესირების მიზეზს. 
ადრე ჩატარებული კვლევების თანახმად, ტესტოსტერონის დონის დაწევა კასტრაციის გზით დადებით გავლენას ახდენდა, ხოლო ეგზოგენული ტესტოსტერონის დანიშვნა პროსტატის კიბოს პროგრესირებად ზრდას იწვევდა. თუმცა, ამგვარი დასკვნა გაკეთდა პაციენტთა მცირე რაოდენობაზე დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე. 
შემდგომმა მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტესტოსტერონის დანიშვნა არ არის დაკავშირებული პროსტატის კიბოს პროგრესირების რისკთან, ამასთან, ის ზოგიერთ პაციენტში იძლევა ისეთ დადებით ეფექტებს, როგორიცაა მაგ. ძვლების ტკივილის გაქრობა. სულ ახლახანს ჩატარებულმა კვლევებმა კი დაადასტურეს, რომ ტესტოსტერონ-თერაპია ჯანმრთელ მამაკაცებში და პროსტატის კიბოს მაღალი რისკის მქონე პირებში არ ზრდის დაავადების პროგრესირების რისკს. უფრო მეტიც, დადგინდა, რომ პროსტატის კიბოს ყველაზე მძიმე და ავთვისებიანი ფორმები სწორედ ტესტოსტერონის დაბალი დონის დროს აღინიშნება.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

მარიხუანას რეგულარულ მოხმარებას შეუძლია გააორმაგოს მამაკაცებში ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი

მარიხუანას რეგულარულ მოხმარებას შეუძლია გააორმაგოს მამაკაცებში ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი

სათესლე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების მატება დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთის

სხვა ქვეყნებში შეიძლება დაკავშირებული იყოს მარიხუანას პოპულარობის ზრდასთან. ეს ცნობა გამოჩნდა ჟურნალში Cancer, რომელიც ეყრდნობა ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს. როგორც ბოლო 30 წლის მონაცემები ამტკიცებს, ორივე მაჩვენებელი გაორმაგდა. 
ამერიკელმა მკვლევარებმა შეძლეს გამოევლინათ შემდეგი ურთიერთკავშირი: იმ მამაკაცებში, რომლებიც რეგულარულად მოიხმარდნენ მარიხუანას, 70%-ით მაღალია სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა, ხოლო იმათში, ვინც ამ აკრძალულ ნარკოტიკს ხმარობს კვირაში ერთხელ მაინც, რისკი ჩვეულებრივთან შედარებით გაორმაგებულია. 
კვლევის ფარგლებში ჩატარებული იქნა მამაკაცების გამოკითხვა, რომელთაგანაც 369-ს მოცემულ მომენტში აღენიშნებოდა სათესლე ჯირკვლის კიბო, ხოლო 979 არასდროს ავად არ ყოფილა სიმსივნით. ამასთან, როგორც იუწყებიან, ეს ურთიერთკავშირი აღმოცენდება იმისგან დამოუკიდებლად, არის თუა არა ადამიანი მწეველი, ალკოჰოლის მომხმარებელი და აქვს თუ არა მემკვიდრეობითი განწყობა. თუმცა, ამ კვლევას ყველა როდი ეთანხმება. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის სპეციალიზებულ ონკოლოგიურ ცენტრში განაცხადეს, რომ მოცემული კვლევა არ არის რეპრეზენტატიული გამოსაკვლევი პირების რაოდენობრივი სიმცირის გამო.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

ჯანმოს ექსპერტებმა დაადასტურეს კავშირი მობილური ტელეფონების მოხმარებასა და თავის ტვინის სიმსივნეებს შორის

ჯანმოს ექსპერტებმა დაადასტურეს კავშირი მობილური ტელეფონების მოხმარებასა და თავის ტვინის სიმსივნეებს შორის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტებმა მობილური

მოწყობილობების შესწავლით დაადგინეს, რომ მობილური ტელეფონების მოხმარებასა და თავის ტვინის სიმსივნეების განვითარებას შორის არსებობს კავშირი.
"Interphone"-ად წოდებული პროექტი მოიცავდა ჯანმოს მხარდამჭერ რამდენიმე კვლევას, რომლის დაფინანსებაზე დაახლოებით 20 მლნ ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა. კვლევის მიზანი იყო კავშირის არსებობის დადგენა მობილური ტელეფონების გამოყენებასა და თავის ტვინის სამი ტიპის სიმსივნის, ასევე, სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნის განვითარებას შორის.
კვლევები ტარდებოდა 13 ქვეყანაში 2000-დან 2004 წლის ჩათვლით. მასში მონაწილეობდა 12800 როგორც ჯანმრთელი, ისე სიმსივნით დაავადებული ადამიანი.
"Interphone"-ის რვა კვლევიდან ექვსში აღმოჩენილია კავშირი თავის ტვინის ყველაზე გავრცელებული სიმსივნის – გლიომის განვითარების რისკის ზრდასა და ტელეფონების გამოყენებას შორის. ერთ-ერთი კვლევით, გლიომის განვითარების რისკი მატულობს 39 %-ით.
შვიდი კვლევიდან ორი, რომელიც შეისწავლიდა სმენის ნერვის კეთილთვისებიან სიმსივნეს (ნევრინომას), ადასტურებს ამ ტიპის სიმსივნის განვითარების რისკის მატებას იმ ადამიანებში, რომლებსაც ტელეფონების მოხმარების 10 წელზე მეტი გამოცდილება ჰქონდათ. შვედი მეცნიერების თქმით, მოწყობილობის ასეთი ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში ადგილი აქვს ნევრინომის განვითარების ალბათობის თითქმის ოთხჯერ მატებას.
ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკი 50%-ით მატულობს ადამიანებში, რომლებიც ძალზედ აქტიურად სარგებლობენ მობილური კავშირებით.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

თამბაქოს მოწევა იწვევს სიმსივნეს მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ აქვს უშუალო კონტაქტი სიგარეტის ბოლთან

თამბაქოს მოწევა იწვევს სიმსივნეს მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ აქვს უშუალო კონტაქტი სიგარეტის ბოლთან

ასეთ დასკვნამდე მივიდა ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი ჰუგო დესტაილატსის (Hugo

Destaillats) ხელმძღვანელობით ლოურენსის სახელობის ნაციონალური ლაბორატორიიდან (Lawrence Berkeley National Laboratory, ბერკლი, კალიფორნიის შტატი). ანგარიში მათი კვლევის შესახებ გამოქვეყნებული იქნა ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences.
თამბაქოს ძირითადი ალკალოიდი ნიკოტინი ილექება სხვადასხვა ზედაპირებზე მწეველებისათვის გათვალისწინებულ შენობებში ან ავტომობილებში. კვლევის განმავლობაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინის ნარჩენები შედის რეაქციაში აზოტის მჟავას ორთქლთან, რომელსაც შეიცავს დაბინძურებული ჰაერი. ამ რეაქციის პროდუქტებს წარმოადგენს ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ კანცეროგენული თვისებები (ნიტროზამინები).
მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობის დროსაც ცელულოზა ნიკოტინის მელეკულებთან ერთად (რაც ახდენს გაბოლილი ზედაპირის იმიტაციას) სამი საათის განმავლობაში მუშავდებოდა აზოტის მჟავას ორთქლის შემცველი ჰაერით. ამის შემდეგ მეცნიერებმა გაზომეს ნიტროზამინების დონე გამოსაკვლევ ზედაპირში და დაადგინეს, რომ ის ათჯერ და მეტად აღემატებოდა საწყის დონეს. 
დესტაილატსმა აღნიშნა, რომ ნიტროზამინებით დაბინძურებული ზედაპირები, მაგ. ხალიჩები და ავეჯის საფარი, განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს პატარა ბავშვებისათვის, ვინაიდან ისინი ყველაზე ხშირად არიან მათთან უშუალო კონტაქტში. მოზრდილები კანცეროგენების ზემოქმედებას ძირითადად განიცდიან აღნიშნული ზედაპირებიდან წარმოქმნილი მტვრის ნაწილაკების შესუნთქვის გზით.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

გულის დაავადებებმა სიმსივნეებს გაუსწრო სიკვდილიანობის მიხედვით

გულის დაავადებებმა სიმსივნეებს გაუსწრო სიკვდილიანობის მიხედვით

ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები იმდენად ეფექტურია, რომ ბევრი

პაციენტი, დიაგნოზის მიუხედავად, აგრძელებს სიცოცხლეს. თუკი იღუპებიან, უფრო ხშირად სხვა დაავადებების გამო. 66 წლის ასაკს გადაცილებული 60 ათასზე მეტი ქალის გამოკვლევამ აჩვენა, რომ სიკვდილიანობის მიხედვით კიბოს უფრო სერიოზულ კონკურენციას უწევენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. სწორედ ისინი გვევლინებიან პაციენტების მესამედის სიკვდილის მიზეზად.
აღნიშნული თემის კვლევა დაიწყეს მეცნიერებმა კოლორადოს უნივერსიტეტიდან. ცხრა წლის განმავლობაში მათ გაანალიზეს აშშ-ში მცხოვრები იმ 60 ათასი ქალის სიკვდილიანობის მიზეზი, რომლებსაც დიაგნოსტირებული ქონდათ ძუძუს კიბო.
სულ კვლევის პერიოდში ლეტალური გამოსავალი აღენიშნა პაციენტების ნახევარს. თუმცა აღმოჩნდა, რომ კიბო გახდა სიკვდილის მიზეზი მხოლოდ შემთხვევათა 15,1%-ში. დანარჩენის - ორ მესამედზე მეტის სიკვდილის მიზეზი იყო სხვა დაავადებები (ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი, ან დიაბეტი). აღნიშნულ სიაში პირველი ადგილი გულის დაავადებებმა დაიკავა. მათ წილად მოდიოდა სიკვდილიანობის 15,9%. ექიმების განმარტებით, ამ აღმოჩენიდან შეიძლება სასარგებლო დასკვნის გაკეთება.
”სარძევე ჯირკვლის კიბო - არ არის სასიკვდილო განაჩენი და პაციენტებმა უნდა გააგრძელონ ზრუნვა თავის ჯანმრთელობაზე, რათა შეამცირონ გულისა და სხვა ასაკობრივი დაავადებების გამო განვითარებული სიკვდილინობის რისკი”, განმარტავს მკვლევარი ჯენიფერ პატნაიკი.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

პროსტატის სიმსივნეში ონკოლოგებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსი აღმოაჩინეს

პროსტატის სიმსივნეში ონკოლოგებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსი აღმოაჩინეს

ადამიანის პაპილომა-ვირუსს ტრადიციულად უკავშირებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს

წარმოშობასთან, უფრო ნაკლებად, თავის, კისრისა და გენიტალიების ავთვისებიან სიმსივნეებთან. ამჯერად მეცნიერებმა ის აღმოაჩინეს პროსტატის კიბოშიც. როგორ აღმოჩნდა ის ამ სიმსივნეში, სპეციალისტებისათვის ჯერჯერობით უცნობია.


პროფესორი ნოელ ვაიტეკერი ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს: ადამიანის პაპილომა-ვირუსის გარდა ამ სიმსივნეში აღმოჩენილი იქნა ასევე ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ასევე ადამიანის ჰერპესის ვირუსის მეოთხე ტიპი. ეს ვირუსები გამოვლენილი იქნა კვლევის პროცესში შესწავლილი პროსტატის კიბოს შემთხვევათა 50%-ში.

არ არის გამორიცხული, რომ ეს ორი ვირუსი ერთად მოქმედებს,  იწვევს კიბოს და ასევე ინარჩუნებს თავის ცხოველმყოფელობას. ამასთან, აღნიშნული ვირუსების მატარებელია ადამიანების უდიდესი ნაწილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეცნიერების აზრით, ალბათ სწორი იქნება, თუკი  ადამიანის პაპილომა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ქალების გარდა მამაკაცებშიც გამოვიყენებთ.


თუკი ვაქცინაციის ეფექტურობის შესახებ მოსაზრება დადასტურდება, მომავალში შეიძლება გამოჩნდეს მამაკაცების ვაქცინაციის  მასშტაბური პროგრამა, რომელიც დაიწყება სკოლის ასაკიდან. თუმცა, ჯერჯერობით დასადგენია, კიბოს ნამდვილად იწვევს თუ არა პაპილომა-ვირუსი. შესაძლოა, ის პროსტატის ავთვისებიან სიმსივნეში მოსახლეობაში მისი ფართოდ გავრცელების გამო  აღმოჩნდა.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge