სკლერომა

სკლერომა (scleroma) - ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებს და ვლინდება მათში ბრტყელი ან ხორკლიანი ინფილტრატების წარმოქმნით. გამომწვევია – ფრიში-ვოლკოვიჩის ჩხირი.
სკლერომა – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხასიათდება ნელი მიმდინარეობით, რომელიც პროგრესირებს მრავალი წლის განმავლობაში. საწყის სტადიებზე წარმოიქმნება მკვრივი ინფილტრატები ბრტყელი ან ბორცვისებრი შემაღლებების სახით, რომლებიც არ წყლულდებიან, ლოკალიზებულნი არიან უპირატესად ფიზიოლოგიური შევიწროებების ადგილებში: ცხვირის კარიბჭეში, ქოანებში, ცხვირ-ხახაში, ხორხის ნაოჭქვეშა სივრცეში, ტრაქეის ბიფურკაციასთან, ბრონქების განშტოებების ადგილზე. შედარებით მოგვიანებითინფილტრატები ნაწიბურდებიან და იწვევენ სასუნთქი გზების სანათურის შევიწროებასა და სუნთქვის დარღვევას. ჩვეულებრივ, სკლერომა მოიცავს ერთდროულად სასუნთქი გზების რამდენიმე მონაკვეთს. იშვიათად პროცესი ლოკალიზდება ერთ უბანზე. Read the rest of this entry »