სფენოიდიტი

სფენოიდიტი – სოლისებრი წიაღის ანთება. გვხვდება იშვიათად და დაკავშირებულია ცხავის ლაბირინთის, – მისი უკანა კედლის დავადებებთან.
სფენოიდიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება თავის ტკივილი. ხშირად იგი ლოკალიზებულია თხემის მიდამოში, თავისა და კეფის სიღრმეში, თვალბუდეში. ქრონიკული დაზიანების დროს ტკივილი შეიგრძნობა თხემის მიდამოში, ხოლო წიაღების დიდი ზომების დროს ვრცელდება კეფაზე. რინოსკოპიით ვლიდება გამონადენის დაგროვება ყნოსვის ღარში. ცალმხრივი სფენოიდიტის დროს აღინიშნება ცალმხრივი გვერდითი ფარინგიტი. ზოგჯერ ავადმყოფები უჩივიან მხედველობის სწრაფ გაუარესებას, რაც დაკავშირებულია პროცესში მხედველობის ნერვების ჩართვასთან. ქრონიკული სფენოიდიტი შესაძლებელია მიმდინარეობდეს ასევე სუსტად გამოხატული სიმპტომატიკით. დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევებსRead the rest of this entry »