ქრონიკული ეთმოიდიტი

ქრონიკული ეთმოიდიტები - მიმდინარეობენ კატარული ანთებითი პროცესის სახით. ავადმყოფები უჩივიან დამწოლ ტკივილს ცხვირის ფუძისა და თვალბუდის შიგნითა კუთხის არეში; ყნოსვა დაქვეითებულია. რინოსკოპიით ვლინდება ჩირქი შუა ნიჟარის ქვეშ (ცხავის წინა უჯრედების დაზიანება) ან მის ზევით (ცხავის უკანა უჯრედების დაზიანება). ხშირად ჩირქი გადმოედინება პოლიპების ამოკვეთის შემდეგ.
ქრონიკული ეთმოიდიტი - დიაგნოზის დადასტურება ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა მწვავე შემთხვევებში კოსერვატიულია, ისევე როგორც სხვა წიაღების ანთების დროს.
ეთმოიდიტის ქრონიკული ფორმების დროს მკურნალობა ასევე კონსერვატიულია. იშვიათად მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას. Read the rest of this entry »