თვალის დამწვრობა

თვალის დამწვრობა - წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის (თერმული დამწვრობები) ან ქიმიური ნივთიერების (ქიმიური დამწვრობები) ზემოქმედებით.
 თვალის თერმოქიმიური დამწვრობა
თვალის დამწვრობა - სიმპტომები. განასხვავებენ ქუთუთოების, კონიუნქტივისა დარქოვანას დამწვრობის 4 ხარისხს. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს (მსუბუქი დამწვრობა) – აღინიშნება ქუთუთოების და კონიუქტივის ჰიპერემიარქოვანას ზედაპირული შემღვრევა ან მისი ეროზია; მეორე ხარისხის დამწვრობისათვის დამახასიათებელია ქუთუთოების კანზე ბუშტუკების, კონიუნქტივაზე აპკის წარმოქმნა და რქოვანას ზედაპირული შემღვრევა. მესამე ხარისხის დამწვრობის დროს (მძიმე დამწვრობა) – ქუთუთოების ღრმანეკროზი და რქოვანას ღრმა შემღვრევა, რომელიც მოგვაგონებს ,,მქრქალ მინას. მეოთხე ხარისხის დამწვრობა (ძალიან მძიმე დამწვორბა) გამოირჩევა კანის, კონიუნქტივის და სკლერის გავრცელებული ნეკროზით და რქოვანას ძალიან ღრმა შემღვრევით, რომელიც მოგვაგონებს ,,ფაიფურის ფირფიტას. ნეკროზული უბნების მოცილების შემდეგ შიშვლდება წყლულოვანი ზედაპირი, რომელიც ხორცდება ნაწიბურების წარმოქმნით, რაც ამოკლებს ლორწოვან გარსს. რქოვანაში რჩება სხვადასხვა ინტენსივობის შემღვრევები. მძიმე დამწვრობის დროს წარმოიქმნება შეხორცებები სკლერის კონიუქტივასა და ქუთუთოებისკონიუნქტივას შორის (სიმბლეფარონი). დამწვრობა შეიძლება გართულდეს ირიტით, ირიდოციკლიტით, მეორადი გლაუკომით, ხოლო ინიფიცირების დროს – ენდოფტალმიტით.Read the rest of this entry »