ბადურას ცენტრალური არტერიის გაუვალობა

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიისდაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად.
ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – სიმპტომები. მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი-თეთრი, რომლის ფონზეც ყვითელი ლაქა ჩანს მუქი წითელი ფერის (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურისარტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული. თვალის კაკალზე დაჭერილსას სისხლძარღვთა პულსაცია მხედველობის ნერვის დისკზე არ აღინიშნება. დისკო მკრთალია, მისი საზღვრები არამკაფიოა პერიპაპილარული შეშუპების გამო. პროცესის შედეგია მხედველობის ნერვის ატროფია და ყვითელი ხალის დეგენერაცია. შენარჩუნებულია უმნიშვნელო პერიფერიული მხედველობა. ცენტრალური არტერიისტოტების დაცობის დროს ხდება მხედველობის ველის შესაბამისი უბნის გამოთიშვა. ცილიორეტინული არტერიის არსებობისას პაპილომაკულურ მიდამოს აქვს ნორმალური შეფერილობა და მხედველობის სიმახვილე აღდგება 1,0 – მდე. Read the rest of this entry »