მხედველობის ნერვის ნევრიტი

მხედველობის ნერვის ნევრიტი - ეტიოლოგია. ზოგადი და ქრონიკული ინფექციებიგრიპი, ანიგინა, პარტახტიანი ტიფი, სიფილისიტუბერკულოზი, ბრუცელოზი და სხვ.) და ინტოქსიკაციები, დიაბეტი, პოდაგრა, სისხლის დაავადებები, ნეფრიტი, ფოკალური ინფექციები (ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი და სხვ.), თავის ტვინის და მისი გარსების ანთებითი დაავადებები და სხვ.
მხედველობის ნერვის ნევრიტი - პათოგენეზი. ანთებითი პროცესის უშუალო გავრცელება მხედველობის ნერვზე ცხვირის დანამატი წიაღების ან თავის ტვინის გარსებიდან, ინფექტის მეტასტაზირება ბაქტერიემიის დროს, ნერვული ქსოვილის რეაქცია სენსიბილიზაციაზე ზოგადი ინფექციების და ინტოქიკაციების დროს.
 მხედველობის ნერვის ნევრიტი
მხედველობის ნერვის ნევრიტი - სიმპტომები. მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ მხედველობის ველის არათანაბარი შევიწროვება, პირველ რიგში ფერზე, ცენტრალური და პარაცენტრალური სკოტომები მხედველობის ველში. მხედველობის ნერვის დისკო ჰიპერემიულია, მისი საზღვრები არამკაფიოა. ბადურის არტერიები ჩვეულებრივ რამდენადმე შევიწროებულია, ვენები გაფართოებული და დაკლაკნილია. შესაძლებელია სისხლჩაქცევები დისკზე და მის მახლობლად. მხედველობის ნერვის შეგუბებითი დისკისაგან და ფსევდონევრიტრისაგან გამოირჩევა მხედველობის ფუნქციის სწრაფად განვითარებული და მნიშვნელოვანი დაცემით. Read the rest of this entry »