ფრთისებრი აპკი (თვალის პტერიგიუმი) pterygium

ფრთისებრი აპკი (თვალის პტერიგიუმი) - კონიუნქტივის ნაოჭი, რომელიც შეზრდილიარქოვანასთან. ხელშემწყობი ფაქტორებია – კონიუნქტივის ხანგრძლივი გაღიზიანება ქარით, მტვრით, მავნე მინარევებიანი მშრალი ჰაერით. თვალის ნაპრალის არეში, ხშირად შიგა მხარეზე აღინიშნება კონიუნქტივის სამკუთხა ნაოჭი, რომლის ზედა ნაწილი შეზრდილიარქოვანასთან და პროცესის პროგრესირების დროს შესაძლებელია მიაღწიოს გუგამდე. ამის შედეგად ქვეითდება მხედველობის სიმახვილე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ცრუ პტერიგიუმთან, რომელიც წარმოიქმნება კონიუნქტივის და რქოვანას დაწყლულების, დამწვრობის და დაზიანებების დროს და ლოკალიზებულია თვალის კაკლის ნებისმიერ მხარეზე.
 pterigiumi