среда, 6 августа 2014 г.

დასახელებულია 8 სიმპტომი, რომლებიც საეჭვოა კიბოს არსებობის თვალსაზრისით

დასახელებულია 8 სიმპტომი, რომლებიც საეჭვოა კიბოს არსებობის თვალსაზრისით

მედიკოსებმა დაასახელეს რვა სიმპტომი, რომელიც მეტყველებს კიბოს განვითარებაზე.

მათ შორისაა შარდში სისხლის არსებობა და ანემია. მეცნიერთა ჯგუფმა კილის უნივერსიტეტიდან ასევე გამოყო ამ თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო ასაკიც.
ორი დასახელებული სიმპტომის გარდა შემაშფოთებელი მაჩვენებლების ჩამონათვალში შედის სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, სისხლიანი ხველა, სიმაგრე სარძევე ჯირკვალში, ყლაპვასთან დალავშირებული პრობლემები, მენოპაუზის შემდეგ განვითარებული სისხლდენები და პროსტატის გამოკვლევის შედეგად მიღებული პათოლოგიური მაჩვენებლები.
არსებობს კიბოს 200-ზე მეტი სახეობა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომების განვითარება. თუმცა მეცნიერები სპეციალურად ეძებდნენ სიმპტომებს, რომლებიც კიბოს განვითარების შანსს იძლეოდნენ 1:20-თან და მეტი. ეს დასკვნა გაკეთებული იქნა იქნა ავთვისებიანი სიმსივნეების შესწავლის მიზნით განხორციელებული 25 კვლევის შედეგების მიხედვით.
აღმოჩნდა, რომ თუკი ადამიანი 55 წელზე ახალგაზრდაა, მხოლოდ ორი სიმპტომი ხვდება ამ 1:20 მაჩვენებელში. მათ მიეკუთვნება პროსტატის გამოკვლევის პათოლოგიური შედეგები და სიმკვრივე სარძევე ჯირკვალში.
55 წლის ზემოთ ყლაპვასთან დაკავშირებული სიძნელეები მხოლოდ მამაკაცებში შეიძლება იყოს საყლაპავის კიბოს ნიშანი, ხოლო შარდში სისხლის არსებობა - სახიფათო ნიშანი როგორც 60 წელს გადაცილებული ქალებისათვის, ასევე მამაკაცებისათვის.
მკვლევარები მოუწოდებენ ყველას, ვისაც ოდესმე მაინც აქვს შემჩნეული ერთ-ერთი ჩამოთვლილი სიმპტომთაგანი, აუცილებლად მიაკითხოს ექიმს შემდგომი გამოკვლევებისათვის.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий