среда, 6 августа 2014 г.

ძუძუს კიბო ადრეულ სტადიებზე არ საჭიროებს ლიმფური ჯირკვლების მოშორებას

ძუძუს კიბო ადრეულ სტადიებზე არ საჭიროებს ლიმფური ჯირკვლების მოშორებას

როგორც ამერიკელმა მკვლევარებმა განაცხადეს, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე

ყოველთვის არ არის საჭირო კიბოს უჯრედების შემცველი ლიმფური ჯირკვლების მოცილება.
ეს ახალი აღმოჩენა უამრავ ქალს დაიცავს ზედმეტი ტკივილისა და არასასურველი შედეგებისაგან, რაც თან სდევს ამ მიღებულ პრაქტიკას.
კვლევის ავტორების განცხადებით, იმ ქალებში, რომლებსაც ძუძუს კიბოს გამო მოაცილეს ე.წ. ”მოდარაჯე” ლიმფური ჯირკვალი (სიმსივნესთან მდებარეობის მიხედვით - უახლოესი), გადარჩენის მაჩვენებელი არ განსხვავდებოდა ასეთისაგან იმ ქალებში, რომლებსაც უკეთებდნენ უფრო ფართო ოპერაციას, ანუ აცილებდნენ ყველა ლიმფურ ჯირკვალს იღლიაში ( Journal of the American Medical Association).
კვლევის მიმდინარეობისას Armando Giuliano-მ კოლეგებთან ერთად წმ. ჯონის სამედიცინო ცენტრიდან (სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ) გაანალიზა ორივე პროცედურის გამოსავალი იმ ქალებში, რომლებსაც ქონდათ ძუძუს კიბოს არაინვაზიური ფორმა და ჩაუტარდათ ასევე ქიმიო- და სხივური თერაპია.
საერთო ხუთწლიანი გადარჩენა ორივე ჯგუფში დაახლოებით ერთნაირი აღმოჩნდა. ამრიგად, მეცნიერების დასკვნით, მძიმე ოპერაციის საჭიროება არ არის: კიბოს უჯრედები იღუპებიან ლიმფურ ჯირკვლებში ქიმიური და სხივური თერაპიის ზემოქმედებით ისე, რომ ვერ ასწრებენ გავრცელებას. უფრო მეტიც, იღლიის ლიმფური ჯირკვლების მოცილება დაკავშირებულია ”გართულებების უცილობელ და მიუღებელ რისკთან”, მათ შორის არის ინფიცირება და ზედა კიდურების ქრონიკული მტკივნეული შეშუპება.
სხვა კვლევების მონაცემებთან ერთად, ეს შედეგები საკმარისია იმისათვის, რომ შეიცვალოს ძუძუს კიბოს მკურნალობისადმი მიდგომა. ”ოპერაციის დამზოგველ ტექნიკაზე გადასვლა გააუმჯობესებს გამოსავალს ათასობით ქალისათვის გართულებების რისკის შემცირებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, ისე, რომ არ მცირდება გადარჩენის შანსები”, - წერენ მკვლევარები.
ძუძუს კიბოს მეორე ადგილი უჭირავს აშშ-ში ქალებში ავთვისებიანი სიმსივნეების გამო განვითარებული სიკვდილიანობის მიზეზების მხრივ (პირველ ადგილზე დგას ფილტვის კიბო). ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ამ დაავადების გამო იღუპება 500 ათასი ადამიანი, ძუძუს კიბოს დიაგნოზი პირველად უფიქსირდება 1,3 მლნ ადამიანს.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий