ხანგრძლივი მჯდომარე მდგომარეობა ნაწლავის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს
ახალი კვლევების მიხედვით, მეცნერებმა დაადგინეს, რომ ოფისში ათ წელზე მეტი ხნის
მანძილზე ყოველდღიურად კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის მანძილზე მუშაობა იწვევს ნაწლავის ზოგიერთი სახის კიბოს განვითარების რისკის თითქმის გაორმაგებას.
გარდა ამისა, თუ ასეთი მუშაკი ფორმის შენარჩუნების მიზნით რეგულარულად სტუმრობს სატრენაჟო დარბაზებს, სიმსივნის განვითარების ალბათობა მაინც იგივე რჩება, იტყობინება The Telegraph.


შედეგებმა აჩვენა, რომ ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე მჯდომარე სამუშაოს მქონე ადამიანებს მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილის სიმსივნე განუვითარდათ თითქმის ორჯერ უფრო ხშირად. მათ, ასევე, აღენიშნათ სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკის 44%-ით მატება.
მეცნიერთა აზრით, მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს შაქრის დონის მატებას და ინსულინის გამომუშავების პროცესის დარღვევას, რაც დაკავშირებულია ნაწლავის კიბოს განვითარებასთან. გარდა ამისა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ შედეგების მიხედვით, აქტიური დასვენების არანაირი ოდენობა არ ახდენს სამსახურში ხანგრძლივი მჯდომარე მდგომარეობისაგან მიყენებული ზიანის კომპენსაციას.
აშშ-ის მონაცემებით, დღესდღეობით მომუშავეთა უმრავლესობა პრაქტიკულად უძრავადაა სამუშაო საათების 55%-ის მანძილზე.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий