вторник, 5 августа 2014 г.

კუჭუკანა ჯირკვლის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინას გამოცდიან ათასობით ბრიტანელზე

კუჭუკანა ჯირკვლის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინას გამოცდიან ათასობით ბრიტანელზე

დიდ ბრიტანეთში დაწყებულია კუჭუკანა ჯირკვლის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის
კლინიკური გამოცდები. როგორც BBC იუწყება, პრეპარატი TeloVaс შემუშავებული იქნა სამხრეთ კორეული კომპანიის KAEL-GemVax მიერ, მისი შემდგომი კვლევები ტარდება ბრიტანეთის კიბოს კვლევის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით.
ვაქცინა TeloVac შეიცავს ცილოვან ფერმენტ ტელომერაზას, რომელიც ჭარბად სინთეზირდება ავთვისებიანი უჯრედების მიერ და უზრუნველყოფს სიმსივნური ქსოვილის არაკონტროლირებად ზრდას. ვაქცინაციის მიზანს წარმოადგენს იმუნური პასუხის სტიმულაცია და უჯრედების გამომუშავება, რომლებსაც ექნებათ ტელომერაზების არსებობის საფუძველზე სიმსივნური უჯრედების აღმოჩენისა და მათზე შეტევის განხორციელების უნარი.
ვაქცინის კლინიკური გამოცდები ჩატარდება დიდი ბრიტანეთის 53 საავადმყოფოში. გამოცდებში მონაწილეობისათვის შერჩეული იქნა ათასზე მეტი პაციენტი, რომლებსაც გააჩნიათ კუჭუკანა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე განვითარების გვიან სტადიაზე. ვაქცინის შეყვანის პარალელურად, კიბოთი დაავადებულ პაციენტებს ჩაუტარებენ ქიმიოთერაპიასაც. კვლევაში მონაწილე საკონტროლო ჯგუფის წევრებს ჩაუტარდებათ მხოლოდ ქიომიოთერაპიული მკურნალობა.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ კვლევების დაწყებიდან ერთ წელიწადში მიიღებენ ვაქცინაციის ეფექტურობის დამადასტურებელ დამაჯერებელ შედეგებს. 
მოგვიანებით 2011 წელს კომპანია KAEL-GemVax გეგმავს ანალოგიურ ტექნოლოგიის მიხედვით შექმნილი ფილტვის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის გამოკვლევას. 
კუჭუკანა ჯირკვლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები წარმოადგენს კიბოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სახეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კუჭუკანა ჯირკვლის კიბოთი დაავადებული ადამიანების 95%-ზე მეტი იღუპება სიმსივნის გამოვლენიდან 5 წლის განმავლობაში. ასეთი პაციენტები დიაგნოზის დადგენის შემდეგ ცოცხლობენ საშუალოდ, სამიდან ექვს თვემდე.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий