среда, 6 августа 2014 г.

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

ყოველწლიურად 4 თებერვალს კიბოსსაწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირი

ღონისძიებებს აწყობს კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად. ამ წლის თემას წარმოადგენს სლოგანი: “ასწავლე ბავშვებსა და მოზარდებს, როგორ აარიდონ თავი მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას”.
კიბოს ფართო გავრცელების მიუხედავად, ბევრ ადამიანი არ არის სათანადოდ გათვითცნობიერებული ამ დაავადებასთან დაკავშირებით, აღნიშნავენ ექსპერტები. კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე მოწოდებულია, რომ გააცნოს მოსახლეობას კიბოს განვითარების თავიდან აცილებისა და შესაძლო მკურნალობის არსებული საშუალებები. ონკოლოგების თქმით, ცხოვრების წესის ცვლილებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ონკოლოგიური დაავადებების მესამედის განვითარების რისკი.
კიბოს კვლევის ამერიკული ინსტიტუტისა და კიბო კვლევის საერთაშორისო ფონდის სპეციალისტები კიბოსსაწინაარმდეგო ზომებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნად თვლიან ჯანსაღ კვებას, ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებას, მოწევაზე უარის თქმას და ფიზიკურ დატვირთვას.
ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩინეთში შესაძელებელი იქნებოდა კიბოს 620 000 შემთხვევის, აშშ-ში - 340 000-ის, ბრაზილიაში - 79 000-ის თავიდან აცილება. სპეციალისტების მრავალრიცხოვანი რჩევების მიუხედავად, ყოველწლიურად 1 270 000 ადამიანს უვითარდება კიბო, ხოლო 7,6 მლნ - იღუპება კიბოს 200 სხვადასხვა ფორმით.
ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი დაავადების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ჯანმოს მიხედვით, მოზრდილმა ადამიანმა, ყველაზე მცირე, ყოველკვირეულად ზომიერი დატვირთვის ვარჯიშებს 150 წუთი მაინც უნდა მიუძღვნას. მაგალითად, შეიძლება კვირაში ხუთჯერ 30 წუთი იაროთ ფეხით, ან ყოველდღიურად გამოიყენოთ ველოსიპედი სამსახურში მისასვლელად. მოწევაზე საყოველთაო აკრძალვის დაწესება ასობით ადამიანს გადაარჩენს ფილტვების კიბოს განვითარებისგან.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий