среда, 6 августа 2014 г.

სტაფილო სასარგებლოა გულისათვის და ამცირებს კიბოს რისკს

სტაფილო სასარგებლოა გულისათვის და ამცირებს კიბოს რისკს

სტაფილო მხოლოდ გულისათვის როდია სასარგებლო. მას შეუძლია შეამციროს გულ-

სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი და ასევე დაგვიცვას კიბოსაგან. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საქმე კაროტინებშია - ეს არის ანტიოქსიდანტების ჯგუფი, რომლებსაც ასევე შეიცავს გოგრა და ტკბილი კარტოფილი.
ანტიოქსიდანტები შეიძლება აღმოვაჩინოთ მუქი მწვანე ფერის ბოსტნეულში, როგორიცაა ბროკოლი და მწვანე ფერის ბარდისებრნი, მათ შორის მწვანე ბარდა. ეს ნივთიერებები გვეხმარება ძუძუს კიბოს წინააღმდეგ. ექსპერტები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს გამოევლინათ კავშირი სისხლში ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობასა და გულის დაავადებებისაგან და კიბოსაგან სიკვდილობის რისკის შემცირებას შორის.
ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გულის დაავადებები და კიბო, პროვოცირებულია დნმ-ის, ცილისა და ცხიმების ჟანგბადოვანი დაზიანებით. აღმოჩნდა, რომ კაროტინოიდები, მათ შორის ბეტა-კაროტინი, ალფა-კაროტინი და ლიკოპინი, ხელს უშლიან ამ დაზიანებას.
დოქტორმა ჩაოიან ლიმ და მისმა კოლეგებმა ატლანტის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრიდან (აშშ) შეისწავლეს 20 წელს გადაცილებული 15318 მოხალისის მონაცემები. ექვსი წლის განმავლობაში (1988-1994 წწ) კვლევის მონაწილეები გადიოდნენ გამოკვლევებს და აბარებდნენ სისხლის ანალიზს. შემდგომ 2006 წელს მუშაობა გააგრძელდა. ამ დროისათვის დაღუპული იყო კვლევის მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედი - 3610 ადამიანი. იმ ადამინებს შორის, რომლებიც გამოირჩეოდნენ სისხლში ალფა-კაროტინის მაღალი დონით, აღინიშნა სიკვდილიანობის უფრო დაბალი რისკი.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий