სოია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ
სოიაში არსებული ფიტოესტროგენების დიდი რაოდენობით მიღება ამცირებს ძუძუს
კიბოს ზოგიერთი ტიპის განვითარების რისკს, განაცხადეს მეცნიერებმა კიბოს პრევენციის კვლევის მეათე კონფერენციაზე (The Ninth Annual AACR Frontiers in Cancer Prevention Research Conference).
კიბოს ზოგიერთი ტიპის განვითარების რისკს, განაცხადეს მეცნიერებმა კიბოს პრევენციის კვლევის მეათე კონფერენციაზე (The Ninth Annual AACR Frontiers in Cancer Prevention Research Conference).
მეცნიერებმა გამოიკვლიეს ძუძუს კიბოს მქონე 683 ქალი, რომელთა დიეტური კვების მაჩვენებლები შეადარეს 611 ჯანმრთელი ქალის იგივე მაჩვენებლებს. იზოფლავონის მოხმარების მიხედვით ქალები დაყოფილნი იყვნენ სამ ჯგუფად.
იზოფლავონის ყველაზე დიდი რაოდენობით მომხმარებლებს აღენიშნათ ინვაზიური ძუძუს კიბოს რისკის დაახლოებით 30%-ით შემცირება, ხოლო 1 ხარისხის სიმსივნის - დაახლოებით 60%-ით.
მკვლევართა თქმით, მენოპაუზური სტატუსი გარკვეულწილად მოქმედებს სიმსივნის განვითარების რისკზე.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგების დასადასტურებლად საჭიროა უფრო ფართომასშტაბური კვლევების ჩატარება.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий