კვირაში 150 წუთი ფიზიკური აქტივობა ენდომეტრიული კიბოს განვითარების რისკს ამცირებს
ქალებს, რომლებიც ფიზიკურ ვარჯიშს კვირაში 150 წუთს ან მეტ დროს უთმობენ,
აღენიშნებათ ენდომეტრიალური კიბოს განვითარების რისკის შემცირება ჭარბი წონის არსებობის შემთხვევაშიც კი. მეცნიერებმა ამის შესახებ განაცხადეს კიბოს პრევენციული კვლევის მეათე ყოველწლიურკონფერენციაზე (The Ninth Annual AACR Frontiers in Cancer Prevention Research Conference).

ჰანა არემმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს ჰერბერტ იუს (Herbert Yu.) ხელმძღვანელობით ჩატარებული შემთხვევა-კონტროლირებადი კვლევის მონაცემები, რომელიც მოიცავდა ენდომეტრიული კიბოს დიაგნოზის მქონე 668 ქალს და შეადარა ის 665 ასაკით შესაბამისი ქალების საკონტროლო ჯგუფის მონაცემებს.
ქალებს, რომლებიც ფიზიკურ ვარჯიშს კვირაში 150 წუთს ან მეტ დროს უთმობდნენ, აღენიშნათ ენდომეტრიალური კიბოს განვითარების რისკის 34 %-ით შემცირება არააქტიურ ქალებთან შედარებით.
ეს ასოციაციური კავშირი უფრო გამოკვეთილი იყო აქტიურ ქალებში სხეულის მასის ინდექსის (BMI) 25-ზე ნაკლების შემთხვევაში, რომელთაც აღენიშნათ რისკის 73%-ით შემცირება BMI-ის 25-ზე მეტის მქონე ანუ ჭარბწონიან არააქტიურ ქალებთან შედარებით.
BMI-ის ენდომეტრიუმის კიბოსთან გამოკვეთილი ასოციაციის მიუხედავად, დადგინდა, რომ ჭარბწონიან ქალებშიც კი აქტივობა 52 %-ით ამცირებს კიბოს განვითარების რისკის.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий