აღმოჩენილია ახალი ფერმენტი, რომელიც ძუძუს კიბოს განვითარებას უწყობს ხელს
დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა იპოვნეს ახალი მეთოდი,
რომელმაც ექსპერიმენტულ თაგვებში შეაჩერა ძუძუს კიბოს განვითარება და მეტასტაზების სხვა ორგანოებში გავრცელება. ეს განხორციელდა ფერმენტ LOXL2-ის ბლოკირებით, იტყობინება BBC.
რომელმაც ექსპერიმენტულ თაგვებში შეაჩერა ძუძუს კიბოს განვითარება და მეტასტაზების სხვა ორგანოებში გავრცელება. ეს განხორციელდა ფერმენტ LOXL2-ის ბლოკირებით, იტყობინება BBC.
მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ სწორედ ფერმენტ LOXL2-ის მაღალი დონე უწყობს ხელს კიბოს უჯრედების გავრცელებას მთელ ორგანიზმში. სპეციალისტებმა ლაბორატორიულ თაგვებზე ექსპერიმენტში ფერმენტ LOXL2-ის მუშაობის ბლოკირებისთვის გამოიყენეს ქიმიური ნაერთები და ანტისხეულები. ამის შედეგად, კიბო არ გავრცელდა სხვა ქსოვილებში.

“ფერმენტ LOXL2-ის ძუძუს კიბოს განვითარებაზე გავლენის ჩვენ მიერ დადასტურებული ფაქტი ფანტასტიკური აღმოჩენაა”,- აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი დოქტორი ჯანინ ერლენი. ძუძუს კიბოს კვლევისა და პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი არლინ ვილკი აღნიშნავს, რომ მათ აქამდე არ იცოდნენ, თუ როგორ შეეჩერებინათ ძუძუს კიბოს განვითარება, ხოლო ამჟამად ეს საიდუმლო გახსნილია.
Комментариев нет:
Отправить комментарий