вторник, 5 августа 2014 г.

წითელი ღვინო კიბოთი დაავადებულთა გამოჯანმრთელების შანსს ზრდის

წითელი ღვინო კიბოთი დაავადებულთა გამოჯანმრთელების შანსს ზრდის

ერთი ბოკალი წითელი ღვინო ძუძუს კიბოს მქონე ქალებისთვის შეიძლება ნამდვილი
მხსნელი აღმოჩნდეს, რადგან იგი მნიშვნელოვნად ზრდის თერაპიის ეფექტურობას. საიდუმლო მის ინგრედიენტში ე.წ. რესვერატროლში იმალება, რომელიც აძლიერებს კიბოსსაწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობას. ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ამ ინგრედიენტს შეუძლია კიბოს უჯრედების რაპამიცინის მიმართ მდგრადობის განვითარების აღკვეთა, იტყობინება The Daily Mail.
ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაპამიცინი ნამდვილად ეფექტურია რეზისტენტობის განვითარებამდე, რის შემდეგაც კიბოს უჯრედები კვლავ იწყებენ გამრავლებას. რესვერატროლი - პოტენციური ანტიოქსიდანტია, რომელსაც გამოიმუშავებს მცენარეები, როგორიცაა, ყურძენი (იგი ღვინოს წითელ შეფერილობას აძლევს), შტოში, ჟოლო და არაქისი, სოკოებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ. მეცნიერებმა უკვე გამოიკვლიეს მისი მოქმედების მექანიზმი ალცჰეიმერის, გულის დაავდებებისა და დაბერების პროცესის დროს.
ოჰაიოს ლერნერის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორის ჰარის ენგის თქმით, მათ ლაბორატორიულ პირობებში დაადგინეს, რომ რესვერატროლი ამცირებს კიბოს უჯრედების მდგრადობას რაპამიცინის მიმართ, ხოლო რესვერატროლისა და რაპამიცინის კომბინაცია მცირე დოზითაც კი სიმსივნის ზრდას 50%-ით ანელებს. მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს, რომ რესვერატროლი ააქტიურებს PTEN გენს, რომელიც თრგუნავს კიბოს განვითარებას.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий