среда, 6 августа 2014 г.

პროსტატის სიმსივნეში ონკოლოგებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსი აღმოაჩინეს

პროსტატის სიმსივნეში ონკოლოგებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსი აღმოაჩინეს

ადამიანის პაპილომა-ვირუსს ტრადიციულად უკავშირებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს

წარმოშობასთან, უფრო ნაკლებად, თავის, კისრისა და გენიტალიების ავთვისებიან სიმსივნეებთან. ამჯერად მეცნიერებმა ის აღმოაჩინეს პროსტატის კიბოშიც. როგორ აღმოჩნდა ის ამ სიმსივნეში, სპეციალისტებისათვის ჯერჯერობით უცნობია.


პროფესორი ნოელ ვაიტეკერი ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს: ადამიანის პაპილომა-ვირუსის გარდა ამ სიმსივნეში აღმოჩენილი იქნა ასევე ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ასევე ადამიანის ჰერპესის ვირუსის მეოთხე ტიპი. ეს ვირუსები გამოვლენილი იქნა კვლევის პროცესში შესწავლილი პროსტატის კიბოს შემთხვევათა 50%-ში.

არ არის გამორიცხული, რომ ეს ორი ვირუსი ერთად მოქმედებს,  იწვევს კიბოს და ასევე ინარჩუნებს თავის ცხოველმყოფელობას. ამასთან, აღნიშნული ვირუსების მატარებელია ადამიანების უდიდესი ნაწილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეცნიერების აზრით, ალბათ სწორი იქნება, თუკი  ადამიანის პაპილომა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ქალების გარდა მამაკაცებშიც გამოვიყენებთ.


თუკი ვაქცინაციის ეფექტურობის შესახებ მოსაზრება დადასტურდება, მომავალში შეიძლება გამოჩნდეს მამაკაცების ვაქცინაციის  მასშტაბური პროგრამა, რომელიც დაიწყება სკოლის ასაკიდან. თუმცა, ჯერჯერობით დასადგენია, კიბოს ნამდვილად იწვევს თუ არა პაპილომა-ვირუსი. შესაძლოა, ის პროსტატის ავთვისებიან სიმსივნეში მოსახლეობაში მისი ფართოდ გავრცელების გამო  აღმოჩნდა.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий