ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა

გავრცელებული კიბოა როგორ განვითარებულ, ისე განვითარებადი სამყაროს წარმომადგენელ ქალებში. განვითარებად ქვეყნებში ძუძუს კიბოს შემთხვევათა რიცხვი სულ უფრო მატულობს სიცოცხლის ხანგრძლივობის, ურბანიზაციის ზრდასთან და ცხოვრების დასავლურ სტილზე გადასვლასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრევენციული ზომებით შესაძლებელია ზოგიერთი რისკ-ფაქტორის შემცირება, ეს სტრატეგია ვერ აღმოფხვრის ძუძუს კიბოს შემთხვევათა უმრავლესობას, რომელსაც ადგილი აქვს დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში, სადაც ძუძუს კიბოს დიაგნოსტირება ხდება ძალიან გვიან სტადიაზე. სწორედ ამიტომ, ძუძუს კიბოს ეფეტური კონტროლისა და გამოსავალის გაუმჯობესებისთვის ქვაკუთხედს ადრეული დიაგნოსტიკა წარმოადგენს.

საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს ორმაგი ტვირთის წინაშე მდგარი მრავალი დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყანა საჭიროებს კომბინირებული ხარჯთეფექტური და ხელმისაწვდომი მიდგომების განხორციელებას ამ მაღალპრევენტაბელურ დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად.
ჯანმო ხელს უწყობს ძუძუს კიბოს კონტროლის განხორციელებას ძუძუს კიბოს კონტროლის ნაციონალური პროგრამებისა და ინტეგრირებული არაკომუნიკაბელური დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ფარგლებში. ჯანმო Komen ფონდის მხარდაჭერით აწარმოებს ძუძუს კიბოს 5-წლიან ხარჯთეფექტურ კვლევას 10 დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყანაში. პროექტი, ასევე, მოიცავს ხელმისაწვდომობის შეფასების ინსტრუმენტებს და დახმარებას ძუძუს კიბოს ადეკვატური პოლიტიკის შემუშავებისთვის უფრო დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий